მთავარიპოლიტიკა

არმენ სარქისიანმა განცხადება გაავრცელა

წუხელ ღამით აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაარღვია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, კვლავ განახორციელა საომარი მოქმედებები და თავს დაესხა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: ”სამწუხაროდ, აზერბაიჯანის შეიარაღებული პროვოკაციის შედეგად არის მსხვერპლი, გარდაცვლილები და დაჭრილები.

რესპუბლიკის პრეზიდენტი უსამძიმრებს  ჩვენი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ნათესავებს,  დაშავებულებს უსურვებს გამოჯანმრთელებას.

პრეზიდენტი დარწმუნებულია იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ადეკვატურად დაუპირისპირდნენ აზერბაიჯანის სამხედრო ის  გამოხატავს მხარდაჭერას როგორც ჩვენი  არმიისადმი, ასევე  ყველა იმ სტრუქტურისადმი, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საზღვრებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დაცვაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button