სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთი დაადანაშაულა 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების განხორციელების ხელის შეშლაში. “არმენპრესის” კითხვაზე, თუ როგორ კომენტარს გააკეთებდა ამ განცხადებასთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტმა ასეთი პასუხი გასცა:
”2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების პირობების შესრულების განხილვისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მკაფიო ფაქტებით და არა ამ განცხადებების უნიკალური ინტერპრეტაციით. ფაქტები კი ასეთია:
განცხადების ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, აზერბაიჯანის ჯარებმა დაარღვიეს განცხადების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ პოზიციებზე, დაიწყეს შეტევა არცახის ჰადრუთის რაიონის სოფლებზე ჰინ თაღერზე და ხწაბერდზე. რის შედეგადაც მათ დაიკავეს ეს დასახლებები, მოჰკლეს და შეიპყრეს სომეხი სამხედროები.
სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა არ შეასრულა 9 ნოემბრის განცხადების მე -8 პუნქტი, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელებულიყო ტყვეთა, მძევლებისა და სხვა დაკავებულების გაცვლა. უფრო მეტიც, სომეხი სამხედრო ტყვეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემული, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის უხეში დარღვევაცაა.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეაღწიეს 12 მაისს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე და კვლავ იქ რჩებიან. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა სომხეთის რესპუბლიკაში შეაღწიეს იმ ტერიტორიებიდან, რომლებზეც აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა 9 ნოემბრის განცხადების შესრულების შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი ეწინააღმდეგებოდა სომხური მხარის კონსტრუქციულ მიდგომას განცხადების განსახორციელებლად, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, რეგიონალური უსაფრთხოების და მშვიდობის დარღვევის პოლიტიკას. აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთების სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა ფაქტობრივად აღიარა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ”ზანგეზური ჩვენი წინაპრების მიწააო”.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი აკეთებს განცხადებებს, რომლითაც მთიანი ყარაბაღს არ აღიარებს ტერიტორიულ ერთეულად, რაც თავის მხრივ არღვევს განცხადების მე -7 პუნქტს, სადაც მხარეები, მათ შორის აზერბაიჯანი, შეთანხმდნენ ტერმინზე “მთიანი ყარაბაღის ტერიტორია”.
რაც შეეხება განბლოკვას, აქ სომხეთის ყველაზე კონსტრუქციულად იყო განწყობილი. სამწუხაროდ, სომხეთის ასეთი კონსტრუქციული მიდგომა, აზერბაიჯანულმა მხარემ აქტიურად გამოიყენა და შეეცადა ბრუნვაში გაეშვა ტერმინი ”დერეფნის გახსნა”, რაც დაუშვებელია და მთლიანად ამახინჯებს სამმხრივი განცხადებების შინაარსს. აღსანიშნავია, რომ ამ სპეკულაციებთან ერთად, აზერბაიჯანმა, ერთი მხრივ, სომხეთის მიმართ ყალბი ტერიტორიული და ისტორიული პრეტენზიები გამოთქვა, ხოლო მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა შეაღწიეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომ სომხეთი არ ეხმარება აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონის ტერიტორიების განნაღმვაში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 9 ნოემბრის განცხადებაში არ არის ნათქვამი განნაღმვის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ზედმეტი არ იქნება თუ გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანი ტრადიციულად ეწინააღმდეგება ამ მიმართულებით სომხეთთან და არცახთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, 2017 წელს აზერბაიჯანის მცდელობის გამო, ერევანში ეუთოს ოფისი დაიხურა იმ მოტივით, რომ ეუთო მონაწილეობდა განაღმვითი სამუშაოების ჰუმანიტარულ პროგრამაში.
სომხურ მხარეს არ აუღია ვალდებულება განაღმვის სფეროშ ტანამშრომლობისა, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანს მიაწოდა ინფორმაცია დანაღმული ტერიტორიების შესახებ მესამე მხარის მეშვეობით, როგორც კეთილი ნების გამოხატულება.
აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაპატიმრებულთა ექსტრადიციის პროცესის დასრულებამ შეიძლება შექმნას კონსტრუქციული გარემო 9 ნოემბრის განცხადების პირობების შემდგომი შესრულებისათვის“.