პოლიტიკა

ექსპერტი: ბაქოს მთავარი მიზანი არის დერეფნის მიღება სომხეთის გავლით

ბაქოს მთავარი მიზანი არის სომხეთის გავლით დერეფნის მიღება ნახჭევანთან დასაკავშირებლად. ამის შესახებ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა  დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს სურს სარკინიგზო მაგისტრალი გახსნას  სომხეთის სამხრეთით. დაახლოებით 40 კმ მანძილზე.  ეს რკინიგზა მას თურქეთტან დააკავშირებს.  მათ ასევე სურთ, რომ ამ გზის დაცვა არ მოხდეს სომხების მიერ. ეს არის ბაქოს მიზანი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ისიც, რომ აზერბაიჯანს არ აინტერესებს სომხეთის ეკონომიკური განვითარება და სომხეთიდან რუსეთამდე გზების გახსნა“,  – თქვა ისკანდარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button