მთავარიპოლიტიკა

სომხეთში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები თავდაცვის სამინისტროში მიიღეს

28 ივლისს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გენერალური დეპარტამენტის უფროსმა ლევონ აივაზიანმა მიიღო სომხეთში აკრედიტირებული უცხოეთის საელჩოების სამხედრო ატაშეები.

შეხვედრის დროს ატაშეებს აცნობეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 28 ივლისის გამთენიისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ზედ  შორჟას მიმართულებით ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შესახებ.

სამხედრო ატაშეებს აცნობეს, რომ პოზიციის გასაუმჯობესებლად და შემდგომი წინსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ყუმბარმტყორცნით, ჭურვმტყორცნითა და  დიდი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით შეუტიეს სომხურ მთავარ ბაზას  და დროებით დაიკავეს ის.

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საპასუხო მოქმედებების შედეგად, მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა და  უკან დაიხია საწყის პოზიციებზე.  ლ. აივაზიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ასრულებენ მათ წინაშე დასახულ  საბრძოლო ამოცანებს, იღებენ ყველა საჭირო ზომას მტრის შესაჩერებლად ან მასთან შესაწინააღმდეგებლად.

სამხედრო ატაშეების ყურადღება მიიპყრეს იმ ფაქტზე, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე  მოხდა მტრის უდიდესი პროვოკაცია იარაღის გამოყენებით, რაც დიდ  საფრთხეს უქმნის ახლომდებარე დასახლებების მშვიდობიან  მოსახლეობას.

აღინიშნა, რომ სომხეთის პოზიცია რჩება უცვლელი-  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გაყვანილი უნდა იქნას  სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან.

აღინიშნა, რომ სიტუაციის გამწვავებასა და შემდგომ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანულ მხარეს.

სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის მოადგილე არტიომ სედრაკიანმა ასევე მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში. წარმოდგენილი იქნა სიტუაცია აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button