პოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. როდესაც მტერი ცდილობს დაავალდებულოს “მშვიდობის” ხელშეკრულება

”აზერბაიჯანი კვლავ პროვოკაციებს იწვევს სომხეთის პოზიციებისა და სასაზღვრო სოფლების, კერძოდ, არარატისა და გეღარქუნიქის მიმართულებით. ეს მონაკვეთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული ტერიტორიების თვალსაზრისით. ეს ის პოზიციები და სოფლებია, რომლებზეც თუ მტერმა მოახერხა კონტროლის მოპოვება, საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის უსაფრთხო არსებობას.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები განხორციელდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, ამ ყველაფერს თურქეთი ხელმძღვანელობს და ახალისებს. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ თურქეთის მაღალჩინოსნები, პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით, არაერთხელ დამუქრებიან და აგრძელებენ მუქარას სომხეთისა და სომეხი ერის მიმართ. ამრიგად, კვირას, თურქეთის პარტიის “სამართლიანობისა და განვითარების” ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ჩელიკმა Twitter მიკრობლოგში სომხეთი დაადანაშაულა იმ ქმედებებში, რომელსაც ახორციელებს თავად აზერბაიჯანი, უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით, ვითომ და  რეგიონში მშვიდობისათვის საფრთხის მომტანი ”აგრესიული პოლიტიკის გატარებასა”  და ქარვაჭარის მიმართულებით ”პროვოკაციების განხორციელებაში”.

ნახეთ მეტი
Back to top button