მთავარიპოლიტიკა

ძალის გამოყენების საპასუხოდ, სომხეთის რესპუბლიკა გამოიყენებს თავის ყველა სამხედრო-პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მიკუთვნებული აქვს საერთაშორისო სამართლით: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია:

28 ივლისს, დილის 3 საათსა და 40 წუთზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, რომლებიც 12 მაისიდან შევიდნენ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო – აღმოსავლეთ მიმართულებით მდებარე სომხეთის პოზიციებს, რასაც მოჰყვა ლოკალური  ბრძოლები. წინასწარი მონაცემებით  არის  დანაკარგები.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარე განზრახ ამძიმებს სიტუაციას, როდესაც გრძელდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უკანონო ყოფნა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ტანაც  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ამართლებს ამგვარ ქმედებებს და უყენებს სომხეთის რესპუბლიკას ტერიტორიულ-ისტორიულ მოთხოვნებს.

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საპასუხოდ, სომხეთის რესპუბლიკა გამოიყენებს თავის სამხედრო-პოლიტიკურ ინსტრუმენტებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანული მხარის სამხედრო ქმედებებს რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button