მთავარიპოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო გეგმავს რეზერვისტთა კვარტალური სასწავლო შეკრებების ჩატარებას

თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი “სასწავლო შეკრებების გამოცხადების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს რეზერვისტთა სასწავლო შეკრებების ჩატარებას 2021 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე.

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ერთობლივ ვებგვერდზე განთავსებული პროექტის თანახმად, შემოთავაზებულია რეზერვისტების პირველი ჯგუფის რიგითი, ქვემდგომი ოფიცრების, რეზერვისტების სასწავლო შეკრებების გამოცხადება. საერთო ჯამში, შემოთავაზებულია 869-მდე მოქალაქის ჩართვა, რომელთაგან 576 რიგითი, 107 ქვესაოფიცრო და 186 საოფიცრო შემადგენლობის რეზერვისტია.

აღინიშნა, რომ სასწავლო შეკრებები ცხადდება  რეზერვში რეგისტრირებული მოქალაქეების- სამხედრო უნარ-ჩვევების სრულყოფის, პროფესიული გადამზადების, პროფესიული მომზადების, უმაღლესი საგანმანათლებლო ქვესაოფიცრო შემადგენლობიდან რეზერვის ოფიცრების მომზადების მიზნით.

სასწავლო შეკრებებში ჩაერთვებიან 10 სამხედრო სპეციალობის მქონე რეზერვისტები.

ნახეთ მეტი
Back to top button