მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ყველა თვისი მოქმედებით ცდილობს ჩაშალოს მოლაპარაკების რაიმე შესაძლებლობა. ნ.ფაშინიანი

ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო თანამემამულენო,

სრ-ის მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევების მიუხედავად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა არ სტაბილურდება. აზერბაიჯანი განაგრძობს ძალისმიერ რიტორიკას და ქმედებებს, ერთდროულად უპასუხოდ ტოვებს რა სიტუაციის პოლიტიკურ და ხანგრძლივ მოგვარებაზე მიმართულ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წინადადებას. როგორც ასეთი, მსურს აღვნიშნო ეუთოს მჯ თანათვმჯდომარეების, მაგალითად 13 აპრილის განცხადება, რომლითაც ისინი მხარეებს მოუწოდებენ  პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყონ მაღალი დონის მოლაპარაკებები ეუთოს მჯ ეგიდით. მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება ამ მოწოდებაზე, ხოლო სომხეთმა ხაზგასმით აღნიშნა მისი მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს პროცესი, ნებისმიერ შემოთვაზებულ ფორმატში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ეუთოს მჯ თანათავმჯდომარეების მანდატის გარეთ არსებული საკითხების შესახებ დიალოგში ყოფნის ჩვენი მზადყოფნა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი ყველა თავისი მოქმედებით ცდილობს ჩაშალოს დიალოგის რაიმე შესაძლებლობა, მოქმედებებით და რიტორიკით ზიანს აყენებს რა 9 ნოემბრის და 11 იანვრის სამმხრივ განცხადებებს.  კერძოდ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-8 პუნქტის მიუხედვად, აზერბაიჯანში განაგრძობენ ტყვეების, დაკავებულების და მძევლების მიმართ ყალბ სასამართლო პროცესებს, რომელთა შედეგად ისინი გასამართლებულნი არიან მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთით. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ ბოლო ხანებში ყველა გასამართლებული ტყვედ აყვანილი იქნენ 9 ნოემბრის შემდეგ, სამშვიდობოების პასუხიმგებლობის ზონებში. თუ  ამ ფაქტს დავუპირისპირებთ იმ ფართომასშტაბიან ანტიპროპაგანდას, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს სამშვიდობოების წინააღმდეგ, და იმ ფაქტთან, რომ აზერბაიჯანს დღემდე ხელი არ აქვს მოწერილი სამშვიდობოების მანდატზე, აშკარა ხდება, რომ ეს სამშვიდობოების, ანუ მთიან ყარაბაღში სტაბილობისა და მშვიდობის წინააღმდეგ  განხორციელებული მოქმედებების სერიაა. აზერბაიჯანი ასევე თანმიმდევრულ მოქმედებებს ახორციელებს, აგრეთვე ზიანს აყენებს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის თემას. მიუხედვად იმისა, რომ არც 9 ნოემბრის სამმხრივი  განცხადების მე-9 პუნქტში, არც 11 იანვრის განცხადების რომელიმე პუნქტში არ არსებობს სიტყვა ,,დერეფანი’’,  არ არის აღნიშნული კონკრეტული მარშრუტები, აზერბაიჯანი განაგრძობს ლაპარაკს რაიმე ,,დერეფნის’’ თემაზე, მიუთითებს რა კონკრეტულად მარშრუტებსა და მიმართულებებს.

ადრე მრავალჯერ მითქვამს, რომ სომხეთს არ განუხილავს, არ იხილავს და არ განიხილავს ,,დერეფნის“ ლოგიკით რაიმე საკითხი, და ჩვენს მიერ ხსენებულ ფორმულირებებში  აზერბაიჯანი ცდილობს ჩაშალოს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის თემა, რომელიც არა მხოლოდ უზომოდ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, არამედ დგას ჩვენი მთავრობის პრიორიტეტულ საკითხთა შორის. ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციები გაიხსნას, და როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიით უნდა იყოს კომუნიკაციები მათ შორის რუსეთისა და შუა აზიის, ირანის მიმართულებით, ასევე აზერბაიჯანს უნდა ჰქონდეს სომხეთის ტერიტორიით კომუნიკაცია ნახჭევანის,  საქართველოს, ირანის მიმართულებით. ამ გეგმების განსახორციელებლად, საზღვრის შესაბამის პუნქტებში უნდა შეიქმნას საბაჟო პუნქტები, რომელთა გადაკვეთა ორივე მხრიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანათაშორისი საზღვრების გადალახვის საერთაშორისო, დსთ-ს კანონების შესაბამისად მიღებული საბაჟო, სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლით. შემდეგი მიმართულება, რომლითაც აზერბაიჯანის მოქმედებებს, გააჩნია ჩაშლისა და ზიანის მიყენების ტენდენცია, კუხო-ა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ მხოლოდ განაგრძობენ უკანონოდ სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნას, სიტყვა ეხება    სოთქ-ხოზნავარის მონაკვეთს, არამედ პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებენ, რითაც ცდილობენ ზიანი მიაყენონ კოლექტური უსაფრთხოების ხელშეკრულების სისტემას. ამ გეგმის ხორცშესხმის მიზნით, აზერბაიჯანი პროვოკაციული ქმედებების პარალელურად, სომხეთს ადანაშაულებს ვითომ და  პროვოკაციული ქმედებების განხორციელებაში. როგორც კოლექტური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ჩაიბარებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, სომხეთს ესმის კუხოსთვის საფრთხის შეუქმნელობის, მეკავშირე ქვეყნების სამხედრო მოქმედებებში არ ჩათრევის თავისი პასუხისმგებლობა, და მე ოფიციალურად გამოვრიცხავ სრ-ის შეიარაღებული ძალების მხრივ რაიმე პროვოკაციულ ქმედებას. ერთდროულად ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანისა და ჩვენი ურთიერთბრალდებების ჭეშმარიტების გარკვევის საკითხში შესაძლო გადაჭრებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს კუხოს სამონიტორინგო მისიის განთავსება სომხეთ-ააზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე, რაც გათვალისწინებულია კუხოს საქმიანობის რეგულაციებით.  კუხოს წრეებში მსგავსი მისიის  განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩვენთვის შეიძლება იყოს  მისაღები საერთაშორისო ფორმატები, ეუთოს მჯ თანათავმჯდომარეობის  ჩათვლით.

ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო თანამემამულენო, ისევ მსურს ხაზგაზმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის მცდელობებს, აჩვენოს, რომ თითქოსდა სომხეთი  საზღვრების გახსნისა და დელიმიტაციის დაწყების პროცესის წინააღმდეგია, არავითარი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან.  პირიქით, ჩვენ მომხრე ვართ, მეტიც, მსგავსი პროცესის დაწყების, რეგიონში სტაბილობისა და მშვიდობის დამკვიდრების მანდატი მივიღეთ საკუთრი ხალხისგან. ჯერ კიდევ 27 მაისის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. ესენია: სოთქ-ხოზნავარის მონაკვეთში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ხაზიდან როგორც სოხეთის, ასევე აზერბაიჯანის ჯარების უკან დახევა,   საზღვრის ხაზის სიგრძეზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ბაზების განთავსება, და სასაზღვრო ხაზის მონიტორინგი, შემდეგ დემარკაციის პროცესი, რის შესახებაც ჩვენი თანხმობა გამოვთქვით არაერთხელ. სიტუაციის მხედველობაში მიღებით, ვფიქრობ, რომ აზრი აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ხაზის მთელ სიგრძეზე რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების, ბაზების განთავსების განხილვას, რაც დემარკაციის და დელიმიტაციის სამუშაოების ჩატარების  საშუალებას მისცემს სამხედრო შეტაკებების რისკის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ამ თემის განსახილველად ვემზადებით ჩვენს რუს კოლეგებთან.

ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო თანამემამულენო, სრ-ის მოქალაქეებისგან მიღებული მანდატის თანახმად, ჩვენი მთავრობა აპირებს განახორციელოს ყველა შესაძლო საშუალება, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილობის უზრუნველყოფისთვის. ამ პროცესების განხორციელებისას ჩვენი მთავრობა იმოქმედებს სრ მოქალაქეებისგან მიღებული მანდატის შესაბამისად.

გმადლობთ.

ნახეთ მეტი
Back to top button