29 ივლისს, საღამოს 11:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა შეაჩერეს საბრძოლო დრონების სომხეთის საჰაერო სივრცეში შესვლის მცდელობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეგარქუნიკის მონაკვეთზე. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივლისს 09:00 საათისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.