მთავარიპოლიტიკა

მჰერ მარგარიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს წერილით აუწერა აზერბაიჯანის ნაბიჯები

სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მჰერ მარგარიანმა წერილი გაუგზავნა გაეროში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ნიკოლა დე რივიერს, რომელიც ივლისში თავმჯდომარეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს. ინფორმაცია გამოქვეყნდა გაეროში სომხეთის მუდმივი მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მარგარიანმა ნიკოლა დე რივიერს წარუდგინა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ხელყოფა, რამაც გამოიწვია ადამიანური დანაკარგი.

,,ხაზგასმით აღინიშნა, რომ სომხეთს გადაწყვეტილი აქვს გამოიყენოს თავისი თავდაცვის კანონიერი უფლება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. “სომხეთ დარწმუნებულია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით”,-ნათქვამია განცხადებაში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებს თან ახლავს ტერიტორიული პრეტენზიები უმაღლეს დონეზე, საომარი მოქმედებების მუქარა და ეროვნული კუთვნილების ნიშნით სიძულვილის ენა.

წერილი გავრცელდა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის და მალე გამოქვეყნდება, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პროვოკაციას, დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე მოსკოვის შუამავლობით.

სომხურ მხარეს სამი მსხვერპლი და ხუთი დაჭრილი ჰყავს.

29 ივლისს, დილის 3 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის მონაკვეთზე, ქარვაჭარის მიმართულებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, რომლებიც არღვევდნენ წინა დღეს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ მოახდინეს პროვოცირება და ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს.

სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის მონაკვეთზე დაფიქსირდა უპილოტო მფრინავი აპარატების შეჭრის მცდელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button