მთავარიპოლიტიკა

ალიევი ძველებირად ვეღარ აწარმოებს საქმეებს აშშ-სთან: წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება იყო ვაშინგტონის პირველი სიგნალი

ამერიკელი კონგრესმენის ფრენკ ფალონის მიერ წარდგენილი შესწორება აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ იყო ვაშინგტონის პირველი სიგნალი ალიევისათვის, რომ მას აღარ შეეძლება შეერთებულ შტატებთან საქმის დაჭერა ისე,  როგორც ამას ადრე აკეთებდა.

ასეთი მოსაზრება გამოთქვა სომხეთის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა არამ ჰამპარიანმა  “არმენპრესთან” საუბარში  და კიდევ ერთხელ გაიხსება, რომ პრეზიდენტმა  ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანისთვის.

“ბაიდენმა ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ახლა, ბაიდენის არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კონგრესს საშუალება აქვს პირველად მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება, ხოლო კონგრესმენებმა ნათლად განაცხადეს, რომ მათ სურთ აზერბაიჯანისთვის დახმარების შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ კონგრესის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს, არც ერთმა მათგანმა არ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პროგრამას”, – თქვა არამ ჰამპარიანმა და აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ხმის უმრავლესობით უყარეს კენჭი,  რადგანაც კონგრესმენებისათვის და რიგითი ამერიკელი მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გაუგზავნონ ამერიკელებმა ფული და სამხედრო დახმარება  მილიარდერ, მოძალადე, რასისტ, სომეხთა მოწინააღმდეგე  ალიევს?”

ჰამპარიანის თქმით, კონგრესმენებმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს ამ შეკითხვას და თქვეს “მოდით შევწყვიტოთ სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის”.

ახლა სომხეთის ეროვნული კომიტეტი და სომხების მხარდამჭერები იმუშავებენ იმისთვის, რომ ფალონის შესწორება დამტკიცდეს სენატში, აშშ -ს კონგრესის ზედა პალატაში.

ნახეთ მეტი
Back to top button