მთავარიპოლიტიკა

„არა, აზერბაიჯანი ვერ შემოვა სომხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს“: რუბენ რუბინიანი

აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე ვერ შევა ნებისმიერ დროს, ეს ფაქტი დადასტურდა ერთი კვირის წინ გეგარქუნიკში მომხდარი მოვლენებით. ეროვნული ასამბლეის მე -8 სესიის დროს განაცხადა  ფრაქცია “სამოქალაქო ხელშეკრულების ” წევრმა რუბენ რუბინიანმა, რომელმაც პასუხი გასცა ფრაქცია “მე მაქვს პატივი” დეპუტატ ტიგრან აბრაჰამიანის კითხვას.

აბრაამიანმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მოხდა 12 მაისს აზერბაიჯანული ჯარების შეუფერხებელი და უკანონოდ განლაგება სიუნიქსა და გეგარქუნიკში. მისივე თქმით, აზერბაიჯანს შეუძლია ნებისმიერ დროს შემოვიდეს სომხეთის ტერიტორიაზე და სომხეთის მთავრობას შეუძლია დაასაბუთოს, რომ მას არ სურდა მსგავსი რამის დაშვება, მაგრამ აზერბაიჯანმა არალეგალურად დაიკავა გარკვეული ტერიტორია.

„არა, აზერბაიჯანი ვერ შემოვა  სომხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს. ჩვენ ვნახეთ გეგარქუნიკში, თუ როგორ ბრწყინვალედ  გაუწიეს  წინააღმდეგობა სომხეთის   შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის თავდასხმას. რაც შეეხება შავ ტბას  გეგარქუნიკს და სხვა ნაწილებს, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები იქ უკანონოდ არიან და უნდა დატოვონ ის ტერიტორია.  ამ ნაბიჯით აზერბაიჯანი ცდილობს ბოლო მოუღოს  რეგიონალურ სტაბილურობას  ან შეინარჩუნოს  ნახევრად სტაბილურობის პრინციპი”,-თქვა რუბინიანმა.

როგოც მან თქვა, ჩვენ კვლავ ვცდილობთ საკითხის მოგვარებას პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით და სომხეთის  ყველა პარტნიორი, მათ შორის რუსეთიც,  იზიარებს სომხეთის თვალსაზრისს.

ნახეთ მეტი
Back to top button