3 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ -ლეიტენანტ არტაკ დავთიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კოპირკინი. ამის შესახებ “არმენპრესს” ინფორმაცია მიაწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა. შეხვედრა შედგა სომხეთში რუსეთის საელჩოს სამხედრო-დიპლომატიური მისიის დასრულების და ახალი ატაშეს დანიშვნის გამო. არტაკ დავთიანმა მიულოცა ახლადდანიშნულ ატაშეს, პოლკოვნიკ იგორ შჩერბაკოვს და წარმატებები უსურვა მომავალ მისიაში ეფექტური მუშაობისთვის. მადლობა გადაუხადა პოლკოვნიკ ანდრეი გრიშუკს. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
მსგავსი სტატიები
რამდენიმე წლის წინ სომხეთში ერთი საათის პროდუქტიულობა 6 დოლარი იყო, ახლა 10 დოლართან ახლოს ვართ – მინისტრი
20.09.2024, 12:19
ადამ შიფი აზერბაიჯანის შემოსავლების კონფისკაციას და „არცახის შემოსავლების აღდგენის ფონდში“ გაგზავნას სთავაზობს
20.09.2024, 11:37
საფრასტიანმა შეაფასა სამხედრო ოპერაციების შესაძლებლობა სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გასახსნელად
20.09.2024, 10:17
ნახეთ ასევე
Close