მთავარიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრად დანიშვნა

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო. ამის შესახებ “არმენპრესს” განუცხადეს სომხეთის პრემიერ -მინისტრის აპარატში. ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილში ნათქვამია: „ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ -მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. რეგიონის გეოპოლიტიკური დინამიკა, არსებული გამოწვევები ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უფრო მნიშვნელოვანს ხდის როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ დონეზე. მე მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირები და ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. მინდა გამოვხატო მზადყოფნა აქტიური დიალოგისთვის, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ, ძმა სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”.

ნახეთ მეტი
Back to top button