ანალიტიკამთავარი

ანალიტიკოსი: რუსეთს სჭირდება მთელი სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველოც

რუსეთს სჭირდება მთელი სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველოც. „არმინფოსთან“ საუბრისას  ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსმა ანალიტიკოსმა გელა ვასაძემ.

“ამ თვალსაზრისით, მოსკოვი არ არის დაინტერესებული ამ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანში კომუნიკაციების განბლოკვის პერსპექტივით, საქართველოს მონაწილეობის გარეშე. მოსკოვი დაინტერესებულია  მთელ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლით. რკინიგზის  აფხაზეთის მონაკვეთის გარეშე რუსეთის კომუნიკაცების  პროექტი დარჩება მხოლოდ ქაღალდზე“, – დარწმუნებულია ანალიტიკოსი.

ვასაძის თქმით, დღეს რეგიონის მომავლის შესახებ  ორი პროექტი არსებობს – რუსული და თურქული. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ რუსული პროექტი ხორციელდება, მოსკოვი აქტიურ ნაბიჯებს დგამს სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის გასაძლიერებლად და საქართველოში გაფართოებისთვის.

აღნიშნა, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის გარკვეული სირთულეები წარმოიშვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის შედეგად, ვასაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის ორბიტაზე დაბრუნების სცენარი ნაკლებ  სავარაუდოა. დღეს საქართველო  რუსულ გზაზე დაბრუნებისათვის ბევრი დაბრკოლებაა. თუმცა, მოსკოვი იწყებს გარკვეულ პროცესებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აგრძელებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას.

ვასაძემ ხაზი გაუსვა, რომ თუ თურქულ პროექტს  დავუბრუნდეთ, რომ 44-დღიანი ომის შედეგად თურქეთმა მნიშვნელოვნად გაააქტიურა სამხრეთ კავკასიაში დიდი თურანის პროექტის განხორციელება, რასაც,  აშკარა მიზეზების გამო მოსკოვი ცდილობს თავიდან აიცილოს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ბოლოდროინდელი ქმედებების ჩათვლით.

ანალიტიკოსის აზრით, საფრანგეთს აქვს რუსეთის მსგავსი ინტერესები კავკასიაში თურქული ექსპანსიონიზმის პრევენციისა და შეზღუდვის მიმართულებით. ვასაძის თქმით, სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის საკითხში რუსეთსა და თურქეთს შორის არჩევანის გაკეთების შემთხვევაში პარიზი აუცილებლად აირჩევს მოსკოვს. ამავე დროს, მისი აზრით, საფრანგეთი აუცილებლად იტამაშებს დამოუკიდებელ თამაშს რეგიონში, ის აქტიურად ცდილობს დაუბრუნდეს მსოფლიო ზესახელმწიფოების რიცხვს, მაგრამ არ აპირებს საკუთარი სამხედრო ყოფნის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

“ნათელია, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში არის სიტუაციური. თუმცა, ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია ველოდოთ მათ ქმედებებს შორის გარკვეული დონის სინქრონიზაციას. არ იქნება შეტაკებები საფრანგეთსა და რუსეთს შორის, უბრალოდ რადგან ეს არ გამომდინარეოსბ საფრანგეთის ხელმძღვანელობის ინტერესებიდან.  ამ თვალსაზრისით, მე პარიზისგან ველოდები ერევანისადმი აქტიურ  პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც თავისთავად ცოტა არ არის.  ამ შემთხვევაში, საფრანგეთი არის სომხეთის სარეზერვო გამოსავალი. ჩემი აზრით სომხეთის ხელმძღვანელობამ  უნდა გაითვალსიწინოს საფრანგეთის ელჩის ამ ბოლო დროს შემოთავაზებული წინადადებები და შესაძლებლობის ფარგლებში გააღრმაოს და განავითაროს პარიზთან ურთიერთობა“, –  დაასკვნა ვასაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button