მთავარიპოლიტიკა

ბაიდენმა მიულოცა ფაშინიანს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიულოცა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირება.  ამის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის აპარატი.

ბაიდენმა ფაშინიანისადმი მილოცვისას აღნიშნა, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ხაზს უსვამს სომეხი ხალხის სურვილს ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სამართლიანი და აყვავებული საზოგადოება, რომელიც იქნება კორუფციისგან თავისუფალი. „ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთმა მიაღწია პროგრესს ამ სფეროებში. შეერთებული შტატები სიამოვნებით ეხმარება ამ ძალისხმევაში, მათ შორისაა მხარდაჭერა ახალი საპატრულო პოლიციის შექმნისა  და კორუფციული ქსელების წინააღმდეგ ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის საქმეში. „ჩვენ მუდამ ვიქნებით  საიმედო პარტნიორი თქვენს საქმიანობაში ამ მიზნების მისაღწევად”, – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა  განაცხადა, რომ მას ესმის უსაფრთხოების რთული გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა 2020 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ”შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს მხარეებს მოლაპარაკებებში ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში.

შეერთებული შტატები ძალებს არ იშურებდა აზერბაიჯანიდან  სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მცდელობებში; ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა სამხედრო ტყვეების უსაფრთხო დაბრუნებისკენ. “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წინსვლა ამ სფეროში საქართველოს  მხარდაჭერით გახდება  საფუძველი შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის და რა თქმა უნდა მინსკის ჯგუფის მიერ დაწყებული განხილვების გაგრძელებით,- განაცხადა ბაიდენმა განაცხადა ბაიდენმა გზავნილში.

მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები მზად არის გააძლიეროს სომხეთთან თანამშრომლობა საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების საფუძველზე. ”მე მოუთმენლად ველი თქვენთან, თქვენს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button