მთავარიპოლიტიკა

პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ადამიანის უფლებათა დამცველთან შეხვედრისას განიხილა ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი შეხვდა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველს არმან თათოიანს.  პრეზიდენტმა  და  ადამიანის  უფლებათა  დამცველმა  განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა საზღვრისპირა  მოსახლეობის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა  პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

არმან თათოიანმა რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგინა ადამიანის უფლებათა დამცველის ფაქტების დამდგენი სამუშაოები გეგარქუნიკის, სიუნიქისა და არარატის რეგიონებში. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უკანონო ქმედებები კვლავ არღვევს სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა  თემების მოსახლეობის უფლებებს. ფაქტები ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ახდენენ სროლის პროვოცირებას, ხოლო სომხეთის შეიარაღებული ძალები ასრულებენ მოსახლეობის დაცვის ფუნქციას.

არმან თათოიანმა აცნობა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრივ დარღვევების ფაქტები უკვე წარედგინა სომხეთში მოქმედ საერთაშორისო სტრუქტურებს, აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა გაცვალეს მოსაზრებები სიტუაციის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button