ანალიტიკამთავარი

სომხეთი დაინტერესებული არ არის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტით: ექსპერტი

სომხური საქონლის აზერბაიჯანის გავლით გადაზიდვის  პერსპექტივა საქართველოში მშენებარე გვირაბის ექსპლუატაციის შემდეგ ინტერესმოკლებულია. „არმინფოს“ კორესპოდენტთან  საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა ტვირთის გადაზიდვის კომპანიის “აპავენის” აღმასრულებელმა დირექტორმა გაგიკ აღაჯანიანმა.

„უფრო ზუსტად,  აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან კომუნიკაცია დღეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. უფრო მეტიც, ეს კავშირები არასოდეს ყოფილა კონკურენტუნარიანი ლოგისტიკის თვალსაზრისით. სამი წლის შემდეგ საქართველოს გავლით რუსეთისაკენ მიმავალი გვირაბი გაიხსნება და  მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ იტყვის  უარს საქართველოს გავლით იაფფასიან გვირაბზე  და გააგზავნის თავის ტვირთს აზერბაიჯანის გავლით “,- ხაზი გაუსვა მან.

რაც შეეხება რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციის განბლოკვის აუცილებლობას, კერძოდ, აზერბაიჯანის გავლით სომხეთისთვის კომუნიკაციების გახსნას რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ირანში, აღაჯანიანმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა დაისვას კითხვა, სჭირდება თუ არა სომხეთს ექსპორტი ცენტრალურ აზიამდე. ამ ფონზე მან აღნიშნა, რომ სომხურ კომპანიებს არც კი აქვთ შესაძლებლობა სრულად შეავსონ ხარვეზები რუსულ ბაზარზე. სომხეთში არსებული წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის გავლით კომუნიკაციების განბლოკვა სომხეთისთვის აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

ამ ფონზე, აღაჯანიანის თქმით, ჩნდება კითხვა რატომ და ვისთვის ხსნის სომხეთი კომუნიკაციებს და მიიღებს თუ არა ის რაიმეს ამის სანაცვლოდ,  განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნახჭევანიდან სომხეთში თურქეთის მიმართულებით არსებული რკინიგზის ექსპლუატაციის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. მისივე თქმით, ამაზე საკმაოდ ღიად საუბრობენ. უფრო მეტიც, დღეს თურქები და აზერბაიჯანელები აშენებენ რკინიგზას, გვერდს უვლიან სომხეთს და იგნორირებას უკეთებენ სომხეთის ტერიტორიაზე უკვე აშენებულ გზას.

ამავდროულად, აზერბაიჯანისა და თურქეთისათვის სიუნიქის რეგიონის გავლით 40 კილომეტრიანი კომუნიკაციის გახსნით, სომხეთი, აღაჯანიანის თქმით, ვერაფერს მოიგებს  და საერთოდ ვერაფერს მიაღწევს. უპირველეს ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მარშრუტს გამოიყენებენ ექსკლუზიურად თურქები და აზერბაიჯანელები. იმ შემთხვევაშიც კი თუ გვექნება სომხეთის მიერ კონტროლირებადი  გზა  და არა ბაქოს მიერ მოთხოვნილი  “დერეფანი”.

„ტრანზიტის ორგანიზების ნებისმიერ შესაძლებლობას, ნებისმიერ ლოგისტიკურ კომუნიკაციას აქვს თავისი ღირებულება. შესაბამისად, სომხეთმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ეს ფასი და წარუდგინოს ანგარიში მათ, ვინც დაინტერესებულია ამ შესაძლებლობით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იქნება, ამ პროექტის ირგვლივ შესაძლებელი იქნება განხილვების წარმართვა. კომუნიკაციის განბლოკვა იმ ფორმით, რა სახითაც მას დღეს გვთავაზობენ, უბრალოდ დაუშვებელია. გარდა უკვე არსებული მარშრუტებისა, დაუშვებელია მეზობელი ქვეყნებისთვის სომხეთისათვის  გვერდის ავლისა და დაბლოკვის კიდევ ერთი შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, ეს სომხეთის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს”, – დაასკვნა აღაჯანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button