აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა განზრახ ცეცხლი წაუკიდეს სომხეთის რესპუბლიკის არარატის რაიონის სოფელ ერასხისა და მის მიმდებრე მიწებს. ამის შესახებ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან ტატოიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„დღეს, სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისმა მიიღო საგანგაშო ზარი, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მცირე და დიდი კალიბრის იარაღით ისვრიან ერასხის მიმართულებით. სოფელი აზერბაიჯანული პოზიციებიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სროლა უხეშად არღვევს იერასხის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების უფლებებს”, – განაცხადა არმან ტატოიანმა.
მან დასძინა, რომ ხანძრების გამო, ერასხისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს არ შეუძლიათ სასოფლო -სამეურნეო სამუშაოების შესრულება ნორმალურ პირობებში. გარდა ამისა, სროლა და ხანძარი არღვევს ხალხის მშვიდობიან და ნორმალურ ცხოვრებას, განსაკუთრებით ერასხში.