წვრთნები ჩატარდება რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, მათ შორის სომხეთში მდებარე ბაზაზე
სამხრეთ სამხედრო ოლქში ჩატარდება ფართო სამხედრო წვრთნები სახმელეთო ჯარების, წითელი დროშის შავი ზღვის ფლოტის, წითელი დროშის კასპიის ფლოტისა და ავიაციის მონაწილეობით, იტყობინება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური.
ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური და სპეციალური წვრთნები ჩატარდება მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე. გარდა ამისა, არმიის, სამხედრო სატრანსპორტო, შემტევი და ოპერატიულ-ტაქტიკური საავიაციო ძალები, ასევე ქვედანაყოფები და ფორმირებები, მათ შორის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტი, ჩაერთვება ერთ ტაქტიკურ გეგმაში”,-განაცხადეს სამხრეთ სამხედრო ოლქში.
სახმელეთო და საჰაერო წვრთნები ჩატარდება ასტრახანისა და როსტოვის რეგიონებში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ყირიმში სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, სამხედრო წვრთნები გაიმართება რუსეთის სამხედრო ბაზებზე სომხეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებში.
სწავლების მთავარი თემა იქნება – არმიის თანდართული საჰაერო ძალების შეტევა და ოპერატიულ -ტაქტიკური, სახმელეთო ქვედანაყოფებითვის საკონტროლო უნარების მომზადება.