მთავარიპოლიტიკა

ანდრანიკ ქოჩარიანი შეეხო მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებას

მოსკოვში სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლო მოვლენების თავიდან აცილება. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატმა, ეროვნული კრების თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატმა ანდრანიკ ქოჩარიანმა.

ანდრანიკ ქოჩარიანმა უპასუხა ფრაქცია “ჰაიასტანის” დეპუტატის ანა გრიგორიანის შეკითხვას, რომელმაც, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ეხებოდა მოსკოვში მოსალოდნელ მოლაპარაკებებს, ჰკითხა თუ რა დონის შეხვედრები იყო გათვალისწინებული, და რა იყო მოლაპარაკების მაგიდაზე?, რის შესახებაც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება.

 „ამ მომენტში რას მიაღწიეს? რა შეთანხმებები იქნა მიღწეული ჩვენსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის, ამის თქმა გამიჭირდება. მაგრამ ეს არასოდეს იქნება სომხეთის რესპუბლიკის საზიანოდ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ დაკარგული შესაძლებლობები შეიარაღებული ძალების ნაწილში”, – აღნიშნა ქოჩარიანმა.

დეპუტატმა დასძინა, რომ რუსეთში განიხილება სომხეთის საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები, რომელშიც, ცხადია, მოწინააღმდეგის მხრიდან მონაწილეობს რომელიმე სამხედრო თანამდებობის პირი.

”არავის შეუძლია განახორციელოს რაიმე მოლაპარაკების პროცესი ეროვნული კრების ზურგსუკან, საბოლოო ჯამში ის განიხილება ეროვნულ კრებაშიც, თუ ამის საჭიროება იქნება”, – აღნიშნა მან.

28 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში მოლაპარაკებების დაწყებამდე, დაიწყო შეტევა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე, სოთქიდან ვერინ შორჟამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button