ანალიტიკამთავარი

ანკარა, რომელიც თავად აგრესიას თესავს, მოუწოდებს თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან

თურქეთი, რომელიც ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას სირიაში, ლიბიასა და კვიპროსში, მოუწოდებს სომხეთს უარი თქვას აგრესიულ რიტორიკასა და ქმედებებზე და შეაფასოს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის შესაძლებლობა. პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მოჰყვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მკაცრ განცხადებას.

„ერდოღანი ცუდადაა ინფორმირებული. ეს სომხეთს სურს მშვიდობა, აზერბაიჯანს კი – პირიქით.  დღეს აზერბაიჯანი აყოვნებს სომეხ ტყვეებს, იყენებს სასტიკ ანტი-სომხურ რიტორიკას, არის სომხეთის ტერიტორიაზე, ამიტომ თურქეთის პრეზიდენტს არ აქვს უფლება მშვიდობაზე ისაუბროს მანამ, სანამ არ დაიწყებს კვიპროსის, ლიბიისა და სირიისადმი  ნორმალურ მოპყრობას. მეორეც,  ცოტათი  მაინც ჩაუღრმავდეს, ნახოს აზერბაიჯანის პოლიტიკა და შემდეგ მოგვცეს მითითებები.

იმავდროულად, თურქოლოგი რუბენ საფრასტიანი ოფიციალურ ანკარას განცხადებას არ უკავშირებს თავდაცვის სამინისტროს პოზიციის გამკაცრებას და აღნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს დღის წესრიგები უფრო ადრე იქნა დამტკიცებული.

„მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი ხანია დგას დღის წესრიგში, რადგან არსებობს გარკვეული ბრძანება უშიშროების საბჭოს სხდომების დღის წესრიგის საკითხების მომზადებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დიდი ხანია არსებობს, თურქეთის უშიშროების საბჭოს შესაბამისი განცხადება მომზადებულია შედარებით ადრე“.

ოფიციალური ანკარა აგრძელებს პოლიტიკას, როლის კურსიც  აიღო მან 44-დღიანი ომის დროს. ის აპირებს სომხეთისგან დათმობის გამოძალვას აზერბაიჯანთან ერთობლივი ზეწოლის გზით, არცახის  კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. ეგრეთ წოდებული “დერეფნის” საკითხი მეტად მნიშვნელოვანია თურქეთისათვის, ამბობს თურქოლოგი. მიზანი ძველი პან-თურქული პროგრამების განხორციელებაა.

„დიახ, ეს მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვისაც. ეს მნიშვნელოვანია  სამხედრო თვალსაზრისით, რადგანაც ის საშუალებას აძლევს თურქეთს ნახჭევანის გავლით დაუკავშირდეს აზერბაიჯანს, გააღრმავოს თანამშრომლობა ორ სამხედრო ქვეყანას შორის. ეგრეთ წოდებული „დერეფანი“ საშუალებას აძლევს თურქეთს მიაღწიოს კასპიის ზღვას და დაუკავშირდეს ცენტრალური აზიის თურქულენოვან რესპუბლიკებს“.

მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მოუწოდებს თავი შეიკავონ აგრესიული პოლიტიკისაგან,  პოლიტოლოგები მიუთითებენ ანკარის აგრესიულ პოლიტიკაზე და აღნიშნავენ,  რომ ქვეყანას, რომლის დევიზიცაა  “ნულოვანი პრობლემა მეზობლებთან”, თავად აქვს ბევრი პრობლემა მეზობლებთან. როდესაც თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადებები თითქოსდა მიუთითებს სომხეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, პოლიტოლოგთა წრეები ხაზს უსვამენ, რომ შეთანხმებები პირველად დაარღვია აზერბაიჯანმა, მაგალითად, ტყვეების დაბრუნების საკითხში წინაპირობების წამოყენებით.

„რა მიზანს ისახავს ანტისომხური თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი  აურზაური?  არაბმცოდნე არმენ პეტროსიანი თავის პოსტში ხაზს უსვამს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სულ მცირე, შეშფოთებულნი არიან 44-დღიანი ომის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებების გააქტიურების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით, განსაკუთრებით სომხეთში.

ამიტომაც, აზერბაიჯანის მხრიდან განზრახ სამხედრო დაძაბულობის პროვოცირების გარდა, ისინი რეტროსპექტულად აკრიტიკებენ და ადანაშაულებენ სომხეთს “აგრესიულ, დესტრუქციულ ქმედებებში, სიტუაციის გამწვავებაში, ახალი დაძაბულობის პროვოცირებაში“ და ამავდროულად აფრთხილებენ, რომ „თუ საფრთხე რეალურად წამოიჭრება, ისინი ვინც დღეს სომხეთს აქეზებს, მას გვერდში არ ამოუდგებიან“.  ექსპერტის  აზრით, ეს არის სომხეთისთვის ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების პერიოდი, როდესაც წიგნიერი, შორსმჭვრეტელი, გათვლილი პოლიტიკის შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს,  ხოლო საპირისპირო შემთხვევაში მივიღებთ შეუქცევად  დანაკარგებს.

ნახეთ მეტი
Back to top button