მთავარიპოლიტიკა

არტურ ხაჩატრიანი სთავაზობს 2 სექტემბერს ეწვიონ არცახს ეროვნული კრების თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

სომხეთის ეროვნული კრების ფრაქცია “ჰაიასტანი”-ს წევრი არტურ ხაჩატრიანი სთავაზობს 2 სექტემბერს ეროვნული კრების თავმჯდომარის დონეზე ჩამოაყალიბონ დელეგაცია და ეწვიონ არცახს. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, არტურ ხაჩატრიანმა ეროვნული კრების  ტრიბუნიდან გამოსვლისას შეახსენა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არცახის რესპუბლიკაში ვიზიტს, მოჰყვა აზერბაიჯანის ძალზე მკაცრი რეაქცია.

“ამ რეაქციის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის რამდენი მაღალჩინოსანი ეწვია არცახის რესპუბლიკას, როგორც ინტეგრაციის უმაღლესი ხარისხის იმედის მიმცემები?” მე ვთავაზობ 2 სექტემბერს ეროვნული კრების უმაღლეს დონეზე დელეგაციის ჩამოყალიბებას და არცახის მონახულებას. „ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი, ვნახოთ, როგორი იქნება აზერბაიჯანის რეაქცია, რადგან პირველი უარყოფითი რეაქციის შემდეგ, არცერთი მაღალი რანგის დელეგაცია არ წვევია არცახს“,-განაცხადა ხაჩატრიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button