ეკონომიკა

აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება – თურნავა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება. ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით პირველ სატვირთო რეისს 10 აგვისტოს შეასრულებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. “ჰაერის მეხუთე თავისუფლების” გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ – ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

“მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე – ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა”, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა

ნახეთ მეტი
Back to top button