მთავარისაზოგადოება

რამდენ ადამიანს აქვს აცრილი სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ?

სომხეთში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია  ტარდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში  კვირის ყველა დღეს.

Covid-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 8 აგვისტოს ჩათვლით  სომხეთში აიცრა  194902 მოქალაქე,  აქედან 132529 –  პირველი დოზით, 62373 – მეორე დოზით. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტო შეგახსენებთ, რომ 18 და უფრო მაღალი ასაკის  ადამიანი შეიძლება იქნას ვაქცინირებული  ნებაყოფლობით “ასტრაზენეკას”, “სპუტნიკ-V” და “კორონავაქის”  ვაქცინით.

ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციებში კვირის ყველა დღეს. შაბათ-კვირას  განისაზღვრება მირიგეობა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

წინასწარ უნდა დარეკოთ თქვენთვის სასურველ პოლიკლინიკაში და დარეგისტრირდეთ ვაქცინაციისათვის.

ვაქცინაცია უფასოა.

ნახეთ მეტი
Back to top button