პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგზაო პროექტები მიზნად ისახავენ რკალში მოაქციონ რუსული სამშვიდობო მისია: დ.ბაბაიანი

ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორიების “აღდგენის” პირობებში აზერბაიჯანი ქმნის სამხედრო-პოლიტიკურ პლატფორმას, მოცულობითი პოლიტიკის გატარების მიზნით.  ამის შესახებ განაცხადა  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა, NEWS.am-ის მორესპოდენტთან საუბრისას.  

„ის, რაც ახლა ყარაბაღში ხდება, სხვადასხვაგვარად უნდა იქნას განხილული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერს, რაც ხდება, აქვს გეოპოლიტიკური ფონი. უფრო მეტიც, არა იმდენად ადგილობრივი, რომელიც მიმართულია არცახისა  და სომხეთის წინააღმდეგ, არამედ რეგიონალური და გარკვეულწილად გლობალური.

ჩვენ ვხედავთ, რომ იქმნება მოცულობითი  მიმართულების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. უფრო მეტიც, მომენტი ძალიან მოხერხებულად არის არჩეული: “ოკუპირებული მიწების” აღდგენა “სომხური ბარბაროსობისგან” და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ საფუძველი ეყრება თურქეთისა და აზერბაიჯანის შემტევ პოლიტიკას.  ისინი ქმნიან გზებისა და გვირაბების ძალიანვრცელ ქსელს, რაც საშუალებას ქმნის  ირანთან საზღვართან დიდი რაოდენობის ჯარის გადაყვანისათვის. ასევე რუსი სამშვიდობო ჯარების რკალში მოქცევისათვის.  თურქეთს აზერბაიჯანში უდიდესი ყოფნა აქვს ნახჭევანსა და განჯაში. მიზანი არის ამ რეგიონების არაქსთან დაკავშირება. სწორედ ამას ეძღვნება ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო პროექტებიც, განაცხადა დავით ბაბაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button