პოლიტიკა

გაფართოვდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები სრ საგამოძიებო კომიტეტსა და აშშ -ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის

სრ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არსენ აივაზიანი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს იურიდიულ ატაშეს ჰეზერ ბერგს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  სრ საგამოძიებო კომიტეტის საერთაშორისო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სერგეი ტაირიანი და სრ-ში აშშ -ს საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლის თანამშრომლობის უფროსი მრჩეველი ადი ჰოლოვი, აგრეთვე ამავე ოფისის პროგრამების პასუხისმგებელი მარიცა ჰოვჰანნისიანი.

როგორც იუწყება ,,არმენპრესი’’, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არსენ აივაზიანმა აღნიშნა, რომ ,,დაარსების დღიდან საგამოძიებო კომიტეტი განაგრძობს საჭირო დახმარების მიღებას აშშ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორც ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების თხოვნით, ასევე საუკეთესო პრაქტიკის ტრენინგის საშუალებით. ა.ივაზიანმა ხაზი გაუსვა დამყარებული თანამშრომლობის დროს განხორციელებულ სამუშაო ვიზიტებს, რომლის დროსაც კონსტრუქციული დისკუსიების შედეგად წყდება სხვადასხვა აქტუალური საკითხები”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს თანახმად, აშშ -ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს იურიდიულმა ატაშემ ჰეზერ ბერგმა მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და დაარწმუნა, რომ სრ საგამოძიებო კომიტეტისა და აშშ -ს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლობას მალე ექნება განვითარების უფრო ფართო პერსპექტივა სხვადასხვა ურთიერთ ინტერესის მქონე პროგრამებში, ასევე ონლაინ კურსების განხორციელების გზით.

სრ საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხთა ფართო სპექტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button