ეკონომიკამთავარი

სექტემბერში ერევანში გაიმართება სომეხი ბიზნესმენების დიდი ფორუმი

20 სექტემბერს ერევანში სომეხი ბიზნესმენების დიდი ფორუმი გაიმართება. როგორც Sputnik სომხეთს აცნობა სომხეთის ბიზნესფორუმის საორგანიზაციო კომიტეტმა, კონფერენციაში რამდენიმე ასეული ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენცია ორგანიზებულია სომეხ ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ, რომელშიც შედიან მსხვილი სომეხი ბიზნესმენები (მათ შორის, ,,ტაშირ“ კომპანიების ჯგუფის ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი). ასოციაციის წევრები დღეს სომეხ სტარტაპებს შეხვდნენ.

„დღეს, როგორც ადრე, ჩვენი პრიორიტეტი ძლიერი სომხეთია. კონფერენცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომლის საბოლოო მიზანია რუსეთისა და სომხეთის სომეხ ბიზნესმენებს შორის ეფექტური საქმიანი ურთიერთობების დამყარება. “დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ავაშენოთ სტაბილური ბიზნეს ეკოსისტემა”, – განაცხადა სამველ კარაპეტიანმა მისასალმებელ სიტყვაში.

20 სექტემბრამდე ასოციაცია რამდენიმე დისკუსიას გამართავს ბიზნესმენებთან სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ნახეთ მეტი
Back to top button