მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტები საშიშროებას უქმნის კუხოს წევრ სომხეთის უსაფრთხოებას: კუხოს გენერალური მდივანი

სომხეთის აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტები საფრთხეს უქმნის კავკასიის იმ რეგიონებს, რომლებიც იმყოფებიან კუხოს  პასუხისმგებლობის ქვეშ.  ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა  კუხოს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა, არარატის სამხედრო ნაწილში ვიზიტისას.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების შესაძლებლობები ამოწურული არ არის, აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სომხეთ-აზერბაიჯან-რუსეთის მასშტაბით.

გენერალური მდივნის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია ყოველთვის არის  კუხოს  მხედველობის არეში.

„ჩვენ ვატარებთ ორგანიზებულ მონიტორინგს, მათ შორის სომხეთის სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით. რასაკვირველია, ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას და მთელს  კავკასიის რეგიონს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციის პოლიტიკური მოგვარების შესაძლებლობები ამოწურული არ არის, ფაქტობრივად, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ყველასთვის”, – თქვა კუხოს  გენერალურმა მდივანმა.

ამ კონტექსტში, სტანისლავ ზასი დიდ მნიშვნელობას  ანიჭებს იმ ფორმატს, რომელსაც მიჰყვებიან სომხეთი და აზერბაიჯანი  რუსეთის შუამდგომლობით.

”ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ სასაზღვრო შეტაკებების ბოლოდროინდელი ესკალაციით. ეს ხელს  უშლის  ხსენებული სამუშაოების დაწყებას. გარდა ამისა, ის ართულებს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის  გაფორმებულ შეთანხმებას.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მიხვდება ამას და გადადგამს ნაბიჯებს მათი უთანხმოებების პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button