მთავარიპოლიტიკა

სტანისლავ ზასი დიდ იმედებს ამყარებს კუხო-ში სომხეთის თავმჯდომარეობაზე

კუხოს  გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთში, კმაყოფილია ერევანში სომეხ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებით. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სტანისლავ ზასმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სამუშაო შეხვედრები, რომელიც ჩატარდა მისი ორდღიანი ვიზიტის პირველ დღეს, 9 აგვისტოს, იყო ძალიან ნაყოფიერი, რაც მთავარია ისინი წარიმართნენ  ნდობისა და გულწრფელობის ატმოსფეროში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია კუხოს  პასუხისმგებლობის არეალში, პირველ რიგში აქ, კოლექტიური უსაფრთხოების კავკასიის რეგიონში. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები და ვისაუბრეთ კუხოს  მომავალი სამიტისთვის მზადებაზე“,  – თქვა მან და დასძინა, რომ ის შეხვდება სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დღეს, 10 აგვისტოს.

სტანისლავ ზასი ელოდება, რომ მხარეები გაცვლიან მოსაზრებებს შექმნილი სიტუაციის შესახებ  და განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სომხეთის კუხოში თავმჯდომარეობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button