ანალიტიკამთავარი

შეცვლის თუ არა ზასის სომხეთში ვიზიტი კუხოს პოზიციებს?

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის ხელმძღვანელობით დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არმენ გრიგორიანი და უშიშროების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ჰაიკ პეტროსიანი.

რას  უნდა  ველოდოთ  ვიზიტისაგან?  რაში  მდგომარეობს  ვიზიტის  მიზანი? პოლიტოლოგიურ წრეებში მოსაზრებები ამ  საკითხის  ირგვლივ  განსხვავებულია.

კუხოს  გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი ეწვევა სომხეთს კუხოს  ორი საყურადღებო განცხადების შემდეგ.  4 ივლისს, კუხოს  გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა განაცხადა:  აზერბაიჯანთან ახალი საზღვრის დაწესების გამო სომხეთის სამხრეთ ნაწილში სიტუაციის გამწვავება არის “სასაზღვრო ინციდენტი” და არ შეესაბამება ორგანიზაციის კოლექტიური თავდაცვის ქარტიის დებულებებს.

ზასმა განმარტა, რომ კუხოს პოტენციალი გამოიყენება მხოლოდ აგრესიის შემთხვევაში, ერთ – ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში.

ზასმა ასევე ღმერთს მადლობა შესწირა,  რომ მსხვერპლი და სროლა არ ყოფილა. მაგრამ მსხვერპლი და სროლა იყო ამ განცხადების შემდეგ, უკვე 28 ივლისს. იმ დროს ზასმა ძალის გამოყენება მიუღებლად მიიჩნია და გამოხატა შეშფოთება.

არ არსებობს ოფიციალური განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იყო ვიზიტის მთავარი მიზანი და როდის იყო დაგეგმილი ვიზიტი. სომხეთში ვიზიტის დღის წესრიგის პირველი გაჩერება იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ოფიციალური განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არმენ გრიგორიანმა ზასს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ის, რომ 12 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა  გადალახეს სომხეთის საზღვარი სიუნიქის და გეღარქუნიქის მიმართულებით და  შეტაკებების შედეგად   არის მსხვერპლი. აზერბაიჯანელ სამხედროებს  დღესაც არ დაუტოვებიათ სომხეთის ტერიტორია.

კუხოს  მდივანს გააცნეს  ნახჭევანის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რეგულარული პროვოკაციები.  ასევე ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანულ-თურქული აგრესიის შედეგებზე,  არცახზე  და მათგან წარმოშობილ საფრთხეებზე. ზასმა პირობა დადო, რომ კუხოს  სამუშაო ორგანოები ყველანაირ ძალისხმევას მიმართავენ სომხური მხარის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტების განსახორციელებლად.

თურქოლოგი რუბენ საფრასტიანი აღნიშნავს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც ზასი სომხეთში იმყოფება.

„სომხეთში არის უკმაყოფილება, რომელიც დაკავშირებულია კუხოს პოზიციასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რო მკუხოს  ლიდერი განიხილავს იმ საკითხებს, რომელიც იწვევს უკმაყოფილებას და შეამცირებს დაძაბულობას“.

ჯერ კიდევ მაისში, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ძალების შეღწევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სომხეთმა მიმართა კუხოს  დახმარებისთვის.  თუმცა, განაცხადებას  კუხოდან  არ მოჰყოლია  არავითარი პასუხი. პოლიტოლოგი ჰაკობ ბადალიანი ოპტიმისტურად არ არის განწყობილი․ ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზასის ვიზიტის მიზნები არ გამოცხადებულა, ვიზიტი არ შეცვლის კუხოს  დამოკიდებულებას სომხეთის პრობლემებისადმი, სომხეთ – აზერბაიჯანის საკითხისადმი.

“ჩვენ ვერ ვიტყვით, რატომ ეწვია ზასი სომხეთს. ეს სამუშაო ვიზიტია  სომხეთის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციების დაკავებასთან დაკავშირებით, არსებეობენ თუ არა აქტუალური საკითხები, რამაც გამოიწვია ერევანში ჩასვლის აუცილებლობა?” რამდენიმე დღის წინ ნიკოლ ფაშინიანმა დააყენა საზღვარზე დამკვირვებლების განლაგების საკითხი, რაც ორგანიზაციას საშუალებას მისცემს გაარკვიოს რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ჩვენთვის უცნობია განიხილება თუ არა ეს საკითხი ზასთან და  თუ განიხილება, რა კონტექსტში? ” – თქვა ბადალიანმა.

პოლიტოლოგის აზრით, კუხოს  წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას რეალურად გაცილებით სერიოზული მოკავშირული  ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, ვიდრე სომხეთთან.

„ამ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე, რაც უფრო მეტად  აყენებს  ერევანი კუხოს მექანიზმების საკითხს, მით უფრო მეტად კუხო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე. ორგანიზაციას აბსოლუტურად არ შეუძლია შეასრულოს თავისი უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რადგან მას აქვს მჭიდრო კავშირი აზერბაიჯანთან. შესაძლოა ზასის ვიზიტი მიზნად ისახავს ერევანთან ამ სიტუაციის გარკვევას, რათა ნაკლებად დააყენოს კუხოს პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა ბადალიანმა.

2021 წლის სექტემბერში სომხეთი მიიღებს კუხოს თავმჯდომარეობას.  თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი შეიძლება ითვალისწინებდეს გარკვეულ ინიციატივებს, მაგრამ ორგანიზაციის პოლიტიკა შემუშავებულია წევრი ქვეყნების დონეზე. ამ თვალსაზრისით, პოლიტოლოგის აზრით, თავმჯდომარის სტატუსი არ არის ის სტატუსი, რომელიც პოლიტიკის შეცვლის საშუალებას მისცემს. მაგრამ, ამავე დროს, ეს უფლებას მისცემს   ერევანს, ჩამოაყალიბოს უფრო აქტიური, მკაფიო დღის წესრიგი და მასში შეიტანოს ის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს.

“რა თქმა უნდა, ეს დისკომფორტს უქმნის კუხოს  წევრ ქვეყნებს. ამ თვალსაზრისით საეჭვოა, ზასი იმისთვის ხომ არ ჩამოსულა, რომ  დაარწმუნოს ერევანი არ წავიდეს ასეთ მწვავე კითხვებზე და არ შეუქმნას უხერხული სიტუაცია  კუხოს წევრ ქვეყნებს“, –  თქვა ბადალიანმა.

შეცვლის თუ არა ზასის სომხეთში ვიზიტი კუხოს  პოზიციებს? პოლიტოლოგიური  წრეები კვლავ ელოდებიან მიმდინარე ვიზიტის შედეგებს.

ნახეთ მეტი
Back to top button