მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელი სამხედროები ისვრიან მთვრალ მდგომარეობაშიც: სომხეთის ომბუდსმენი

აზერბაიჯანელი სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში ისვრიან, წერს ომბუდსმენი არმან თათოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ჩვენ რეგულარულად ვიღებთ სიგნალებს გეგარქუნიქიდან და სიუნიქიდან, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში ისვრიან. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში ისვრიან  სპეციალური შუქურის ქვეშ, რათა  ისინი სამოქალაქო მოსახლეობისთვის ხილული იყოს. რა თქმა უნდა ეს ხდება  დაშინების მიზნით.  ხშირად ღამით ხმამაღალ მუსიკას  რთავენ, გაჰყვირიან , ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ მოსახლეობა შეაწუხონ.

ჩვენ ასეთ საგანგაშო სიგნალებს  ვღებულობთ 2020 წლის დეკემბრიდან.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ სოფლებზე, რომელთა უშუალო სიახლოვეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების უხეში დარღვევით განლაგდნენ ომის შემდგომ,  2020  წლის 12-13 მაისს,  სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიაზე  უკანონო შემოსევების შემდეგ.

„სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის მიერ ნახსენები საგანგაშო სიგნალის  გამოძიება ადასტურებს, რომ სროლა აზერბაიჯანის მხრიდან წყდება  სომხეთის შეიარაღებული ძალების მოსახლეობის დამცველი პრევენციული ღონისძიებების შემდეგ”, – წერს ადამიანის უფლებათა დამცველი.

ნახეთ მეტი
Back to top button