მთავარიპოლიტიკა

ბაქოს მტკიცება, რომ სამმხრივი განცხადება განსაზღვრავს მთიანი ყარაბაღიდან სომხური ჯარების გაყვანას, არის აშკარა სიცრუე. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. „ბოლო დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერა პროვოკაციული ქმედებები როგორც სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ასევე არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ. სამიზნე იყო სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის დასახლებებიც. აზერბაიჯანული მხარე ცდილობს თავისი აგრესიული ქმედებების დაფარვას სომხური მხარის დადანაშაულებით 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დარღვევაში, მეორე მხრივ კი ღიად ამახინჯებს 9 ნოემბრის განცხადებას. საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ 9 ნოემბრის განცხადების პირველი პუნქტი ნათლად განსაზღვრავს: “… მხარეები ჩერდებიან თავიანთ პოზიციებზე. იმავდროულად, დეკლარაციის ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა წამოიწყეს შეტევა არცახის ჰადრუთის რაიონის სოფელ ჰინ თაღერ-ხწაბერდზე, რის შედეგადაც მათ დაიკავეს ეს დასახლებები, დახოცეს და ტყვედ აიყვანეს სომეხი სამხედროები.

ამჟამად, აზერბაიჯანული მხარე ასევე ცდილობს დაიკავოს ახალი პოზიციები კონტაქტის ხაზის სხვადასხვა ნაწილში, დამიზნებულია სომხური პოზიციები სხვადასხვა იარაღით, მათ შორის უპილოტო მფრინავი აპარატით. ბოლო მსგავსი შემთხვევა დღეს მოხდა სოფელ მხითარაშენ-შოშთან. აზერბაიჯანული მხარის მტკიცება, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღიდან სომხური ჯარების გაყვანას, აშკარა სიცრუეა.

დღევანდელ ვითარებაში, არცახის თავდაცვის არმია, რომელიც შეიქმნა არცახის ხალხის მიერ 90 -იან წლებში და ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი, დღესაც რუს სამშვიდობოებთან ერთად, უზრუნველყოფს არცახის ხალხის უსაფრთხოებას და სიცოცხლის უფლებას. თავდაცვის არმიის გარეშე არცახის მოსახლეობა ვერ იარსებებს თავის ისტორიულ სამშობლოში, ხოლო არცახიდან თავდაცვის არმიის გაყვანის სცენარი არის არცახის სომხებისგან დაცლის სცენარი.

9 ნოემბრის განცხადება ითვალისწინებს სომხური ჯარების გაყვანას მხოლოდ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რეგიონებიდან, რაც ნათლად არის მითითებული განცხადებაში. სომხურმა მხარემ სრულად შეასრულა განცხადების ეს პუნქტები, ხოლო აზერბაიჯანმა ამას უპასუხა იმავე ტერიტორიებიდან სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეღწევით და იქ უკანონოდ განლაგებით.

12 მაისიდან სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა ამ ხელყოფებმა გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი და სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონალურ უსაფრთხოებას.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის განახლება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების სრული განხორციელება, დაფიქსირებული დარღვევების შედეგებ ის აღმოფხვრა, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის უპირობო დაცვა, აზერბაიჯანის ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიიდან, სამხედრო ტყვეების ან მძევლების დაუყოვნებლივ დაბრუნება შესაძლოა წინაპირობები გახდეს  რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად”.

ნახეთ მეტი
Back to top button