ანალიტიკამთავარი

პროგნოზირება: თურქეთი ახლო მომავალში ვერ შეძლებს რუსეთის გაყვანას სამხრეთ კავკასიიდან

როგორც „არმინფო“ წერს,  ერევანმა  ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს თურქეთ-აზერბაიჯანის იდეას ეგრეთწოდებული “ზანგეზურის დერეფნის” შექმნის შესახებ.  ეს აზრი „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  გამოთქვა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა,  აკადემიკოსმა რუბენ საფრასტიანმა.

„აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ამ პროცესში არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ სომხეთის სხვა მოკავშირეების ჩართვაცაა საჭირო, კერძოდ იმ ქვეყნების, რომლებსაც შეგნებული აქვთ, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს  ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, კერძოდ „დერეფნის“  ექსპლოატაციის  პერსპექტივას”, – აღნიშნა მან.

აკადემიკოსის თქმით, ანკარა და ბაქო, თავის მხრივ ემზადებიან გაჭრან დერეფანი სიუნიქის რეგიონის გავლით, ისინი განაგრძობენ ერევანზე ზეწოლის პოლიტიკას.  სწორედ ამ კონტექსტში განიხილება  თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მოწოდება სომხეთისადმი უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე  “რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით”.

საფრასტიანი ერდოღანის მოწოდებებში ხედავს  ანკარისა და ბაქოს მიერ ერევნის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ლეგიტიმურ გაგრძელებას.  მისი პროგნოზებით, დროთა განმავლობაში ეს ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი იღებს არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ ძალიან პრაქტიკულ ფორმასაც – რეგულარული სამხედრო წვრთნები თურქეთ -სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთში შეჭრა, სროლა, პროვოკაცია და სხვა.

საფრასტიანის განმარტებით, აზერბაიჯანის არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ 44-დღიანი აგრესიის შედეგად თურქეთმა შესძლო შეეღწია რეგიონში და  დღეს თურქეთი პრიორიტეტად მიიჩნევს თავისი გავლენის შემდგომ გაფართოებას მთელ რეგიონში. ის ცდილობს განახორციელოს თავისი პოლიტიკა თავისი “3 + 3” ინიციატივის წამოწყებით.

„საკუთარ პროგრამებში საქართველოს ჩართვის მცდელობებთან ერთად, ეს ყველაფერი სერიოზულობას მატებს თურქეთის რეგიონალურ პოლიტიკას. რაც შეეხება ანკარის ნომერ პირველ მიზანს სამხრეთ კავკასიაში, ის უცვლელი რჩება. ეს არის რუსეთის გავლენის შესუსტება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, ჩემი აზრით, თურქეთი ახლო მომავალში ვერ მიაღწევს ამ მიზანს”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button