ეკონომიკა

რამდენ ხანს იმუშავებს სომხეთის ატომური ელექტროსადგური? ადგენენ ახალ ვადებს

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მეწამორის ატომური ელექტრობლოკის უსაფრთხოდ ექსპლუატაცია შესაძლებელია 15 წლის განმავლობაში. მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მე -2 ელექტრობლოკის რეაქტორის ტორსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 15 ივნისს დაიწყო, უკვე დასრულებულია. ატომური ელექტროსადგურის ესპლოატაციის ვადა გაგრძელდება 2026 წლამდე.

„სომხეთი  ატომური ელექტროსადგური არის ჩვენი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების გარანტი. რეაქტორის ტორსის საიმედოობა და ეფექტურობა დიდწილად განსაზღვრავს ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებას. რუსი სპეციალისტების წყალობით, სადგურის მექსპლოატაციის ვადის გახანგრძლივების მთავარი სამუშაო წარმატებით დასრულდა,” – თქვა ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა ედუარდ მარტიროსიანმა.  

რამდენ ხანს იმუშავებს მეწამორის ატომური ელექტროსადგური, შესაძლებელია თუ არა უწყვეტად გახანგრძლივდეს სადგურის ექსპლუატაციის ვადა? ამ კითხვებზე პასუხს  ალბათ მომავალ წელს მივიღებთ,  როდესაც სამუშაო ჯგუფი დაასრულებს კვლევას. მანამდე კი დასრულდა მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მე -2 ელექტრობლოკის რეაქტორის ტორსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანი იყო სადგურის სიცოცხლის გახანგრძლივება 2026 წლამდე. როგორც  სარეაბილიტაციო  პროექტის რუსი თანათავმჯდომარე იური სვირიდენკო აღნიშნავს:

„ამ ეტაპზე დავასრულეთ სადგურის მოდერნიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ეს შესაძლებელი გახდა სომეხი და რუსი ატომური მწარმოებლების ერთიანი მუშაობის შედეგად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაიზარდოს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება, გაგრძელდეს  ექსპლუატაციის პერიოდი 2026 წლამდე და მომავალში კიდევ 10 წლით“.

ნახეთ მეტი
Back to top button