მთავარიპოლიტიკა

სომხეთი არ შეეგუება მის საზღვრისპირა რეგიონების ოკუპაციას. არშაკ კარაპეტიანი

სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ არშაკ კარაპეტიანს, დღეს  პირადი საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსთან, რასაც მოჰყვა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა.

 შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

მიულოცა რა სომხეთის თავდაცვის მინისტრს ამ თანამდებობის დაკავება, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ დიდად შეაფასა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების მიერ ბოლო დროს გაწეული მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ყოველგვარ ძალისხმევას მთიან ყარაბაღში მშვიდობის განმტკიცებისა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოიყენა რა შესაძლებლობა, მადლობა გადაუხადა, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, სომხეთი აგრძელებს სირიის რესპუბლიკაში ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობას.

მადლობა გადაუხადა რა თავის კოლეგას თბილი მიღებისთვის, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ამ უკანასკნელის თხოვნით, წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებთან არსებული ოპერატიული მდგომარეობა, ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მედიაციის ძალისხმევა სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებაში.

არშაკ კარაპეტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელების ერთგული რჩება, მაგრამ ამავე დროს, არ შეეგუება მისი სასაზღვრო რეგიონების ოკუპაციას, გადადგამს ყოველგვარ ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ისარგებლა რა შემთხვევით, სრ -ს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიისთვის მთიან ყარაბაღში და აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოების ძალისხმევით მთიანი ყარაბაღში მშვიდობიანი ცხოვრება აღდგა, უზრუნველყოფილია სომხეთის რესპუბლიკასთან უწყვეტი კავშირი. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ დროდადრო განხორციელებული პროვოკაციების დაუშვებლობას სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის არეალში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას და მაგალითის სახით მოიყვანა დაფიქსირებული დამრტყმელი უპილოტო მფრინავი აპარატის გამოყენება.

არშაკ კარაპეტიანმა ასევე აღნიშნა თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინტენსიური რეფორმები და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ მიმართულებით გაწეული ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები უპრეცედენტო მაღალ დონეზე გადასვლის ეტაპზეა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს  თანამშრომლობის მომავალი პროგრამების გარშემო.

ნახეთ მეტი
Back to top button