სომხეთში გეგმავენ რეზერვისტების სამთვიანი საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას
სომხეთში გეგმავენ რეზერვისტების სამთვიანი საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას 2021 წ. 25 აგვისტოდან 25 ნოემბრამდე.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნდა სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ერთობლივ e-draft.am ვებ – გვერდზე.
საწვრთნელ შეკრებებში დაგეგმილია სულ 2169 მოქალაქის ჩართვა, რომელთაგან 1164 არის რიგითი შემადგენლობიდან, 254 არის ქვეოფიცერთა შემადგენლობიდან, ხოლო 751 არის სარეზერვო ოფიცერი – მოტოსასროლო, სარაკეტო-საარტილერიო, კომუნიკაციების, სადაზვერვო და საინჟინრო პროფესიებით.
აღინიშნება, რომ საწვრთნელი შეკრებები ცხადდება რეზერვისტთა სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გადამზადების, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საჭიროებისამებრ საბრძოლო მორიგეობაში ჩართვის მიზნით.
დასაბუთების სახით აღინიშნება, რომ გადაწყვეტილების პროექტის მიღება განპირობებულია სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოვალეობის გასაძლიერებლად. სომხეთის რესპუბლიკა.