ანალიტიკამთავარი

ვლადიმერ ევსევი დარწმუნებულია, რომ რუსი სამშვიდობოები დიდხანს დარჩებიან არჩახში

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის განვითარების განყოფილების უფროსი, სამხედრო ექსპერტი ვლადიმერ ევსეევი  თვლის, რომ რუსეთი არ დატოვებს არცახს  მას შემდეგ, რაც ამოიწურება სამმხრივი განცხადებით დადგენილი ხუთწლიანი ვადა.

„არმენპრესთან”საუბრისას, კითხვაზე დატოვებენ თუ არა რუსი სამშვიდობო ჯარები არცახს  ან გააგრძელებენ მისიას სამმხრივი განცხადებით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ვლადიმერ ევსეევმა აღნიშნა, რომ რუსეთი არცახს არ დატოვებს , რადგან სხვაგვარად ის არ გაგზავნიდა იქ სამშვიდობოებს. “რუსეთს აქვს დიდი გამოცდილება სამშვიდობო ოპერაციებისა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ტაჯიკეთსა და დნესტრისპირეთში. როდესაც რუსეთმა სამშვიდობოები განათავსა, მას  ისინი სწრაფად არ გაუყვანია”, – თქვა ევსეევმა.

სამხედრო ექსპერტმა შეახსენა, რომ რუს სამშვიდობოებს აქვთ მანდატი დარჩნენ მთიან ყარაბაღში მინიმუმ 4.5 წლის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

„თქვენ ალბათ იცით, რომ აზერბაიჯანში ნახშირწყლების მოპოვების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან უპირველს ყოვლისა ნავთობის მარაგები იწურება. რაც შეეხება გაზის მარაგს, ძირითადად კონდენსაციის გამო, წელიწადში მხოლოდ 33 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, რაც გაზის მხოლოდ ერთი მილს აკმაყოფილებს. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც აზერბაიჯანს შეუძლია ერთ წელიწადში. ამერიკულმა კომპანიებმა დატოვეს აზერბაიჯანი, დარცა  მხოლოდ ბრიტანული “British Petroleum”, ძირითადად პოლიტიკური მოსაზრებით  და 4.5 წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. რუსეთი ნამდვილად არ აპირებს თავისი სამშვიდობოების გაყვანას ამ ვადის ამოწურვამდე და ვადის დასრულების შემდეგ, არცახის რესპუბლიკის ზოგიერთმა მოქალაქემ შეიძლება მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. სიტუაცია შეიძლება გარკვეულწილად მსგავსი იყოს დნესტრისპირეთისა, სადაც ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები. რუსეთი არის იქ, რათა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება”, – განაცხადა ვლადიმერ ევსეემა.   

ნახეთ მეტი
Back to top button