მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ელოდება კონკრეტულ წინადადებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად

სომხეთი მზად არის ჩაერთოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როგორც მაღალ, ისე უმაღლეს დონეზე და ელოდება კონკრეტულ წინადადებებს ამ მიმართულებით.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. „მანდატი, რომელიც  ჩვენ  მივიღეთ  ჩვენი ხალხისაგან, სომხეთისა, არცახისა და  რეგიონისათვის მშვიდობიანი  ეპოქის გახსნის მოლოდინით,  ჩვენ  ბევრ რამეს  გვავალდებულებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება აქტიური და მოქნილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ გადაწყვეტილებები დღის წესრიგში არსებული პრობლემებისათვის”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია უფრო სწრაფად, არის საკითხები, რომელთა მოგვარებას უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები. “ერთ -ერთი ასეთი საკითხი, რომლის მოგვარებაც საკმაოდ სწრაფად უნდა მოხდეს  არის რეგიონული კომუნიკაციების გახსნა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ სომხეთის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ უცვლელია. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ასევე უნდა გააქტიურდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button