მთავარიპოლიტიკა

ძნელი წარმოსადგენია ზავის დამრღვევის გამოვლენის ფუნქცია საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის გამოყენების გარეშე: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ინიციატორის იდენტიფიცირება, პროვოკაციული ქმედებების მიზანმიმართული დაგმობა, არსებითია სიტუაციის შემდგომი დეესკალაციისათვის. ამავე დროს, პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ფუნქცია ძნელი წარმოსადგენია საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის გაშვების გარეშე. როგორც ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა სომხეთის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და განცხადებებისგან, სომხეთისთვის ნამდვილად მისაღებია. ”თუ პროვოკაციული განცხადებების მიკვლევადობის საკითხი არ არის დიდი პრობლემა, მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პროვოკაციული დარღვევების ინიციატივის საკითხი ყოველთვის დებატების საგანია. მე ადრე ვთქვი და ახლა ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ინიციატორი მხარის იდენტიფიცირება, ამ პროვოკაციული ქმედების მიზანმიმართული დაგმობა აუცილებელია სიტუაციის შემდგომი დეესკალაციისა და სტაბილიზაციისათვის. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ასეთი ფუნქცია საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედების გარეშე. ”მე ეს საკითხი წამოვაყენე მთავრობის 29 ივლისის სხდომაზე და ვთქვი, რომ ეს უნდა იყოს კუხო-ს სადამკვირვებლო მისია და თუ ის მიუღებელია კუხოსთვის, ალტერნატივად შეიძლება დასახელდეს   ეუთოს მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეობის მისია,”-თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button