,,არმინფო“ წერს, რომ აზერბაიჯანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელისგან იარაღის ახალი პარტიის შესაძენად. ამის შესახებ განაცხადა ისრაელელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ცინკერმა.
“როგორც იტყობინება ისრაელის ვებ-რესურსი Israel Hayom, ყარაბაღში ახალი ომის დაწყებამდე შიშით, სტატიაში სათაურით “აზერბაიჯანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელისგან დამატებითი იარაღის შესაძენად’’, აზერბაიჯანი გეგმავს ისრაელისგან 2 მილიარდი შეკელის იარაღის შეძენას”.
ისრაელთან ურთიერთობების განმტკიცების მიზნით აზერბაიჯანმა ბოლო ხანებში ტელ-ავივში გახსნა მისი სავაჭრო-ტურისტული წარმომადგენლობა”, – წერს ექსპერტი.
“დამოუკიდებელი” თურქი კომენტატორი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლობის გახსნა ისრაელში იყო ბოლო ნაბიჯი ისრაელში ბაქოს საელჩოს გახსნისკენ. “თუ ეს მოხდება, აზერბაიჯანი გახდება შიიტური უმრავლესობით მეორე ქვეყანა ბაჰრეინის შემდეგ, რომელიც დანიშნავს ელჩს ისრაელში,”-დასძინა პოლიტოლოგმა.
მანამდე ისრაელის არაერთი ტელეგრამ-არხი იტყობინებოდა აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავების ხშირი ფრენების შესახებ ისრაელის სამხედრო აეროპორტებში.
დავამატოთ, რომ ისრაელის საბრძოლო დრონები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს არცახზე გასული წლის შემოდგომაზე.