თუ ჩვენ შევძლებთ თეირანის გავლით რკინიგზით სპარსეთის ყურემდე მისვლას, ეს საშუალებას მისცემს სომხეთს გახდეს კავშირი ევროპის ქვეყნებსა და სპარსეთის ყურეს შორის, რაც მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან 30-35 ევროპული ქვეყანა დაინტერესდება რეგიონალური უსაფრთხოებით. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა არამ სარგსიანმა.
მაგრამ თუ გაიხსნება გზა, რომელიც მიდის თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ნახჭევანის გავლით და პირიქით, სომხეთი კვლავ აღმოჩნდება ბლოკადაში, თურქულ “პარკში”. ეს ნიშნავს იმას, რომ იარაღის გარეშე თურქეთი ეკონომიკური გზით შეძლებს აქ აგრესიული პოლიტიკის გატარებას, ვინაიდან სომხეთი ხელს უშლის მას პანთურქიზმის იდეის განხორციელებაში. სომხეთის შემდეგ თურქეთი გავრცელდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგის რეგიონში და შედეგები შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს”, – თქვა მან.
მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სომხურ ტვირთს შეუძლია აზერბაიჯანის ტერიტორია გადაკვეთოს კომუნიკაციის განბლოკვით.
”თუ ხალხს არ ესმის ეს, მაშინ ანალიტიკური აზროვნება ან არ მუშაობს ან მუშაობს საპირისპირო მიმართულებით,” – დასძინა არამ სარგსიანმა.