მთავარიპოლიტიკა

არცახიდან სომხების გაძვების აზერბაიჯანის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა: დავით ბაბაიანი

სამხედრო-პოლიტიკური ვითარება არცახში  ერთის მხრივ ძალიან თავისებურია, მაგრამ ზოგადად მშვიდია.

ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა განაცხადა “არმენპრესთან” საუბრისას, რომელიც შეეხო  ბოლო დროს არცახ- აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე მომხდარ ინციდენტებს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო პროვოკაციებს.

ბაბაიანმა ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა იარაღს გამოიყენებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არცახის  წინააღმდეგ, რადგან მთავარი მიზანი ერთია – ფსიქოლოგიური – გეოპოლიტიკური და არა სამხედრო.

„ეს არის მრავალ ფენიანი პოლიტიკა. მიზანი ერთია – სომხების არცახიდან  განდევნა. თუკი არცახი დაიცლება სომხებისგან, სიტუაცია სრულიად შეიცვლება არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ უზარმაზარ რეგიონში – ჩრდილოეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ვოლგის რეგიონებში, შავი ზღვის აუზში “ – განაცხადა არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აქ ცხოვრება.არცახში  ცხოვრება უკვე, შეიძლება ითქვას, მისიაა და არა მხოლოდ ყოველდღიური რუტინა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევეგუოთ, გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, ჩვენი სამსახური. რა თქმა უნდა, ეს მცდელობები გავლენას არ ახდენენ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ხალხის იმედი და რწმენა. ეს მოითხოვს ყოვლისმომცველ, ერთიან მიდგომას, სწორ გეოპოლიტიკას, სწორ საშინაო პოლიტიკას და ა. შ. მეორე, მათ უნდა ჰქონდეთ ურყევი რწმენა, იყვნენ ერთიანი და მესამე, დიდი ადგილი დაუთმონ  ინტელექტს, პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმს.

”ბევრი პრობლემაა, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ეს სავსებით შესაძლებელია, ანუ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს”, – დასძინა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button