მთავარისაერთაშორისო

დმანისთან ახლოს, სოფელ სამებაში 7 წუთში 2 მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით, 7 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 05:44 საათზე დააფიქსირეს 5.1, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრები.

სოფელ სამებასთან 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო 03:19 საათზეც. ამავე რაიონში 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შუაღამემდეც, თბილისის დროით 23:42 საათზე.

ნახეთ მეტი
Back to top button