კულტურა
სომხეთში პირველად ჩატარდება თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული არასამთავრობო ორგანიზაცია “Sarer” 23-29 აგვისტოს სომხეთში პირველად ჩაატარებს სომხეთში თანამედროვე ცეკვის “SUMMEET” საერთაშორისო საზაფხულო ფესტივალს.
პროექტი ხორციელდება სანკტ -პეტერბურგში “Kannon Dance” ცეკვის სახლთან, ერევნის კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიის ოპერის სტუდიასთან და კომპანია “ბალმანუკიანის ცეკვის პროექტთან” თანამშრომლობით. ფესტივალის მთავარი პლატფორმაა კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დარბაზი.