მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სნაიპერის ტყვიით გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი, მოწინააღმდეგე მხარეზე სამი მსხვერპლი და ერთი დაჭრილია: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

16 აგვისტოს, საღამოს 18:10 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პროვოკაციას, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა გამართეს  სომხური პოზიციებისაკენ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეგარქუნიქის მონაკვეთზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

სასიკვდილო ჭრილობა მიიღო რიგით არმან ჰაკობიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს  მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და კოლეგებს.

სომხური მხარის მიერ განხორციელებული საპასუხო მოქმედებების შედეგად მტრის მხარეზე სულ მცირე სამი გარდაცვლილია.

ნახეთ მეტი
Back to top button