საერთაშორისო

თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით – ამირან გამყრელიძე

„რუსთავი2“ წერს, რომ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბრისთვის, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია არ შეიცვალა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.

“ღმერთმა არ ქნას, თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ველით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომლებიც ახლა შემოვიღეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ უნდა სერიოზულად შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში.

თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, მაშინ რა თქმა უნდა დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button