მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობოები უნდა დარჩნენ არცახში მანამ, სანამ ძირითადი საკითხი არ მოგვარდება: არშაკიანი

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანი  შეეხო იმ საკითხებს, რომელიც განხილული იქნა მე -8 მოწვევის პარლამენტის პირველი ორი კვირის სხდომებზე.

ჰაკობ არშაკიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესი უნდა დაიწყოს, ჯარები გაყვანილი უნდა იქნეს  ფრონტის ხაზიდან და საწყის პოზიციებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საკონტაქტო ხაზზე არ უნდა იყოს შეიარაღებული ძალები.

მისივე თქმით, შემოთავაზებულ დღის წესრიგს აზერბაიჯანული მხარე მხარს არ უჭერს, მაგრამ ამ გზით სომხეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრები დაადგინოს და აღიაროს არა მხოლოდ სომხეთმა  და აზერბაიჯანმა, არამედ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმაც.

”ჩვენი მიდგომის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფები ან სისტემები უნდა განლაგდეს საზღვრის გასწვრივ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც რეგულარულად ხდება შეტაკებები, რათა ნათლად დაფიქსირდეს რომელი მხრიდან ხდება შეტაკებების პროვოცირება, რათა მათ მკაფიო შეფასება მისცენ ყოველივე ამას.  ჩვენ შევეცდებით საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან დიპლომატიური არხებით, რათა ესკალაცია არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რადგან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება, რომელიც დადასტურდა რუქების შედარებით“,  – თქვა მან.

არშაკიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარე საბოლოოდ შევა კონსტრუქციული დისკუსიების სფეროში, უფრო მეტიც, ვიცე პრემიერ მინისტრების სამმხრივი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს და კომუნიკაციის არხები და ინფრასტრუქტურა განბლოკილი იქნას, რათა შეიცვალოს ეკონომიკური მდგომარეობა სომხეთის გარშემო.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოები უნდა დარჩნენ არცახში  მანამ, სანამ საკითხი საბოლოოდ არ იქნება გადაწყვეტილი. მისივე თქმით, სომხეთმა პრემიერ მინისტრის მეშვეობით უმაღლეს დონეზე განაცხადა, რომ მზად არის მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების განახლებისათვის, ხოლო სომხური მხარე ელის, რომ აზერბაიჯანიც გამოთქვამს მზადყოფნას  მოლაპარაკებების არსებული  ფორმატით განახლების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button