მთავარიპოლიტიკა

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას

16 აგვისტოს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიორგი საგანელიძესთან,  მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასტან დაკავშირებით.  

შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა სომეხ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა გიორგი საგანელიძეს დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში ამ მიმართულებით გაწეული ნაყოფიერი  მუშაობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა იქნება უწყვეტი.

სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ალენ სიმონიანს ურთიერთსასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობისათვის.

გიორგი საგანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ სომხურ-ქართული თანამშრომლობა ემყარება ორ ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას. მისივე თქმით, ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

ალენ სიმონიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების მიზნით საქართველოს ხელისუფლების შუამავლობას და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო გააგრძელებს ამ საკითხში დახმარებას. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხს.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის ფაქტორს. მან აღნიშნა, რომ ის ტოვებს ჩვენს ქვეყანას თბილი მოგონებებით, კვლავ რჩება სომხეთის მეგობრად.

ნახეთ მეტი
Back to top button