საზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 269 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 11-ით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 250-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 235 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 223 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სომხეთში კორონავირუსით სულ 4 713 ადამიანი გარდაიცვალა.